მანანა ბერიკაშვილი „CinéDOC–Tbilisi“ დაკავშირებით დაგეგმილ პრესკონფერენციას დაესწრება

 

  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ეროვნულ კინოცენტრში ფესტივალთან „ CinéDOC–Tbilisi“ დაკავშირებით დაგეგმილ პრესკონფერენციას დაესწრება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ინფორმაციით, CinéDOC–Tbilisi-ი პირველი საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალია კავკასიაში, რომლის ფოკუსშია შემოქმედებითი დოკუმენტური ფილმები. ფესტივალი თბილისში მეორედ ტარდება. 14-19 ოქტომბერს, 5 დღის მანძილზე მაყურებელი გაეცნობა სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც ქართული რეალობისთვის აქტუალურ თემებს შეეხება. CinéDOC–Tbilisi – ფესტივალს კინოთეატრები „ამირანი” და „რუსთაველი” უმასპინძლებენ. კინოფესტივალის გახსნა 14 ოქტომბერს კინოთეატრ „ამირანის” მთავარ დარბაზში შედგება, დახურვის ცერემონია კი 18 ოქტომბერს გაიმართება. CinéDOC–Tbilisi-ის ფესტივალს წელს ებრაელი რეჟისორის – ბარაკ ჰეიმენის დოკუმენტური ფილმი Do you believe in love გახსნის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ფესტივალის ტრადიციული მხარდამჭერია. წელს ფესტივალი შემდეგი ქვეყნების 50-მდე დოკუმენტურ ფილმს და მათ ავტორებს უმასპინძლებს: ისრაელი,საქართველო, თურქეთი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, უნგრეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, კვიპროსი, ბულგარეთი, კანადა, ბელგია, გერმანია, ბრაზილია, დანია. მაყურებელი ფესტივალის სხვადასხვა სექციაში სამი ქართველი რეჟისორის კინონამუშევარს იხილავს. წარდგენილი იქნება ზურაბ ინაშვილის დოკუმენტური ფილმი Another City, ასევე შალვა შენგელის ნამუშევარი The Ruler და ანა ციმინტიას დოკუმენტური ფილმი „ბიბლიოთეკა“. ფესტივალი შედგება 3 სექციისგან: – საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა – Focus Caucasus – CinéDOC-Young
ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტური კინოფესტივალის “Vision du Reel” -ის დირექტორი ლუჩიანო ბარისონე შვეიცარიიდან, სიმონე ბაუმანი გერმანიიდან, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, უკრაინის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი დარია ბაზელი, საერთაშორისო ფესტივალის Movies that Matter- ის (MTM) ორგანიზატორი ერიკ ფანხისენი.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში სპეციალურ ჩვენებებს გოეთეს ინსტიტუტი უმასპინძლებს. სექცია „უკრიანის ხმა“ მაყურებელს სამ თანამედროვე უკრაინულ დოკუმენტურ ფილმებს წარუდგენს. სექცია „სხვა სივრცე“ კი – მიგრაციის და ემიგრაციის თემაზე შექმნილ შემოქმედებით დოკუმენტურ ფილმებს. კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება IDFA Bertha Fund- ის მიერ დაფინანსებული საუკეთესო ფილმები სექციაში „IDFA ფოკუსი“. CinéDOC–Tbilisi-ის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, მათ შორის სიმონე ბაუმანის მასტერკლასი. მაყურებელს საშუალება ექნება დაესწროს რამდენიმე თოქ-შოუს, რომელსაც საფესტივალო კაფე Divan-ი უმასპინძლებს. აქვე მოეწყობა საფესტივალო ფილმების განსხვავებული თემების განხილვაც. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან: თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი, ფესტივალის დირექტორი არჩილ ხეთაგური, ფეტივალის პროგრამის CinéDOC Young-ის კოორდინატორი მარი გულბიანი, ფესტივალის სექციის Focus Caucasus-ის კოორდინატორი მარიამ მენაბდე და გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი თამთა გოჩიტაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები