მოსკოველმა დონეცკის განადგურებაში რუსეთის ძალების ჩარევის მტკიცებულებები გამოაქვეყნა (ფოტოკოლაჟი)
ინტერნეტში უკრაინაში რუსების ქმედებების ამსახველი ფოტომასალა პერიოდულად ჩნდება. ამჯერად ფოტოები სოციალურ ქსელ „ვკონტაქტე“-ში გამოაქვეყნა ფიოდორ ბოლდირიოვმა, რომელსაც უწერია, რომ მოსკოველია. ფოტომასალის მიხედვით ჩანს, რომ დონბასი რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცებმა და დაქირავებულმა მებრძოლებმა გაანადგურეს, – წერს უკრაინული პრესა. მოსკოველის ალბომს, სადაც განთავსებულია ფოტოები, „სადღაც დონეცკთან“ ჰქვია. ალბომში გამოქვეყნებულია მასალა, რომელზეც ჩანს, რომ აეროპორტის მიმართულებით „ბოევიკები“ საცხოვრებელი სახლებიდან ისვრიან.