ნასა ,,სიკვდილის ვარსკვლავს“ ეძებს

ნასას წამყვანმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მზეს კოსმოსში ჩვენთვის ჯერჯერობით უხილავი მონათესავე ვარსკვლავი ჰყავს, რომელიც ჩვენს მანათობელთან ერთად ორმაგი ვარსკვლავის სისტემას ქმნის გალაქტიკაში. ზოგიერთი ვერსიით, ის ,,ყავისფერ ჯუჯა“ ვარსკვლავს წარმოადგენს და მის აქტიურ ქმედებებს პირდაპირი კავშირი აქვს პალნეტაზე მომხდარ ყველა კატასტროფასთან, მათ შორის ცოცხალი ორგანიზმების განადგურებასთან 65 მილიონი წლის წინათ. „სიკვდილის ვარსკვლავის“ შესახებ პირველი ჰიპოთეზა ამერიკელმა პალეონტოლოგმა დევიდ რაულმა წამოაყენა. მან ვარსკვლავს ,,ნემეზოდა“ უწოდა და მისი მოქმედების ბოლო პერიოდად 26 მილიონი წელი დაასახელა, როდესაც დედამიწაზე სერიოზული სეისმოლოგიური ძვრები მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები