ჟურნალისტებს, რომლებმაც პოროშენკოს სახლთან აქცია გამართეს, საბრძოლო მოქმედებების ზონაში აგზავნიან (ვიდეო)

ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის პრეზიდენტის პეტრე პოროშენკოს სახლთან აქცია გამართეს და ღობე შეღებეს სამხედრო კომისარიატიდან სინქრონულად უწყება მოუვიდათ. საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად უწყება ასევე ჟურნალისტური გამოძიება „პოროშენკოს ქარხნების შესახებ“ ავტორებს მოუვიდათ, – წერს რუსული პრესა.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ საწარმოებზე, რომლებსაც პოროშენკო აკონტროლებს, იარაღს და წყლის ელექტროგამაცხელებლებს აწარმოებენ. სიუჟეტში ნათქვამია, რომ, სავარაუდოდ, პოროშენკო გავლენას იმისთვის იყენებს, რომ საკუთარ საქონელზე მოთხოვნა გაზარდოს.
„დონბასში უწყება“ ასევე იმ ჟურნალისტებს მოუვიდათ, რომლებმაც პოროშენკოს სახლთან ღობე უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს და პრეზიდენტს „სუვენირად“ მისივე ფირმა „როშენის“ კანფეტების ყუთი და საბურავები დაუტოვეს. ყველა ეს ჟურნალისტი ერთ-ერთი უკრაინული არხის ტელეეთერში გამოვიდა და მაყურებელს ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ასევე კოლეგებს დღევანდელ აქციაზე გამოსვლისკენ მიუწოდეს.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=qWmKaVzvhyM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები