მაკა ჩიჩუას მონაწილეობით გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე ლიკა ციხისელის ფილმის „გზის“ პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს მაკა ჩიჩუა ასრულებს. დაახლოებით ნახევარსაათიან ავტობიოგრაფიულ ფილმში მთავარი გმირი იმ გზას გადის, რაც რეჟისორმა გაიარა. ლიკა ცხისელის თქმით, მაკა ჩიჩუამ მოლოდინი გაამართლა, ინ ნიჭიერი მსახიობი აღმოჩნდა, რის გამოც მასთან მუშაობისას არანაირი პრობლემა არ შექმნია. ფილმში ასევე მონაწილეობენ დუტა სხირტლაძე, ნატო ებანოიძე, ზურა ინგოროყვა და სხვები. ფილმის პრემიერა დღეს გაიმართა, მაგრამ მას მთავარი როლის შემსრულებელი არ დასწრებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები