გრაკლიანის გორაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება

 

   დღეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურული მემკვდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ და რეგიონალური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი მოინახულეს. გრაკლიანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა ვახტანგ ლიჩელმა ძეგლზე მისულ სტუმრებს წლების განმავლობაში აღმოჩენილ მასალები ადგილზე გააცნო.
გრაკლიანის გორაზე, ღია ცის ქვეშ მუზეუმი შეიქმნება. ქვეყნის ერთ-ერთ ახლადაღმოჩენილ არქეოლოგიურ ძეგლზე და მის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია საინფორმაციო ბანერები და ნიშნულები, რომელიც ადგილზე მისულ ტურისტებს გრაკლიანის უძველესი ისტორიის შესახებ მოუთხრობს.კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, წელს გრაკლიანის არქეოლოგიური კვლევები და საკონსერვაციო სამუშაოები განხორციელდა.
არქეოლოგიური ობიექტი 2007 წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს აღმოაჩინეს. ნაპოვნია ძვ.წ.აღ. IV-I ათასწლეულით დათარიღებული საცხოვრებელი კომპლექსი, საკულტო ნაგებობები, სამარხები, თიხის ჭურჭელი, ასევე ბრინჯაოს, რკინის, ვერცხლისა და ოქროს ნივთები, საყოფაცხოვრებო და საბრძლო დანიშნულების იარაღები და სამკაულები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები