ირაკლი კობახიძე – განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ქუთაისი, თბილისთან ერთად, იქცევა ქვეყნისთვის თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად

განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მთავარ ინიციატივას გამოვყოფ – ეს არის თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსების მშენებლობა, რაც სახელმწიფო უნივერსიტეტის რესურსებს მნიშვნელოვნად გააფართოებს, – ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სტუდენტებს საქართველოში ექნებათ იმის საშუალება, რომ უმაღლესი სტანდარტების ინფრასტრუქტურის პირობებში, უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ საკუთარ ქვეყანაში.

„ასევე, საუბარი გვქონდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რესურსების გაძლიერებაზე, ინფრასტრუქტურის არსებითად გაფართოებაზე და ეს პროექტიც განხორციელდება, შესაბამისად, ქუთაისი თბილისთან ერთად იქცევა თანაბარმნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერად ჩვენი ქვეყნისთვის, 20 000-ს უნდა გადააჭარბოს სტუდენტების რაოდენობამ 2028 წლისთვის უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. აგრეთვე, დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი – ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების სექტორების განვითარებასა და ზოგადად IT-ის სექტორის განვითარებას. აქ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს გასული წლების განმავლობაში და ხელი უნდა შევუწყოთ სექტორის ზრდას. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს, ამ თვალსაზრისით. 500-ზე მეტი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი, მომდევნო წლის განმავლობაში. ანალოგიური წინსვლა გვექნება ასევე საბავშვო ბაღების მიმართულებით, ზოგადად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები