“ჩვენი ხელწერა არასდროს იქნება ძალადობა, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და “ნაცმოძრაობას” შორის” – ლევან მაჭავარიანი

“ჩვენი ხელწერა ეს არ ყოფილა, არ არის და არასდროს არ იქნება, ეს ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავებაა ჩვენსა და “ნაციონალურ მოძრაობას“ შორის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატი პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრ ლევან გოგიჩაიშვილზე მომხდარ თავდასხმაზე არსებულ ბრალდებას პასუხობს.

“ყველაფერი, რაზეც პასუხი არ გააჩნიათ, უნდათ, რომ დააბრალონ “ქართულ ოცნებას“, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად აზროვნებს და ძალიან კარგი ანალიზის უნარი აქვს, ყველაფერს სწორად აფასებენ და ხვდებიან, როდის იტყუებიან და როდის არა”, – აცხადებს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები