ირაკლი ქადაგიშვილი: ასიათასობით თანამოქალაქე მთელი საქართველოდან შეიკრიბა დედაქალაქში – ეს არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას

მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი თბილისში გუშინ გამართულ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გამოეხმაურა.

“ასიათასობით თანამოქალაქე მთელი საქართველოდან შეიკრიბა დედაქალაქში. ეს არის სწორედ გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ირჩევს მშვიდობას, საქართველო ირჩევს კეთილდღეობას, ღირსებას, თავისუფლებას, დემოკრატიას და მხოლოდ ამ გზით სიარულს ევროპისკენ“, – აღნიშნა მან „ქრონიკასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები