“თიბისი” გალერეაში უნგრელი ფოტოგრაფის ფოტოების გამოფენა გაიმართება

დღეს 19:30 წუთზე “თიბისი” გალერეაში უნგრელი ფოტოგრაფის, ომის რეპორტიორისა და სააგენტო „მაგნუმის“ შემქმნელის რობერტ კაპას ფოტოების გამოფენა გაიმართება.
Tbilisi Photo Festival 2014-ის ფარგლებში „ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947“ ფოტოგრაფის გარდაცვალებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ის ფოტო, რომელსაც დამთვალიერებელი თიბისის გალერეაში იხილავს ფოტოგრაფმა 1947 წელს საქართველოში მოგზაურობისას გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ Tbilisi Photo Festival 2014 5 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გალერეაში ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ამ პროგრამის ფარგლებში ფოტოგრაფიის ღამე -„ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ“ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები