ქართველი პიანისტი პაპუნა შარიქაძე “Nottingham International Jazz Piano Competition” – ის ნახევარფინალშია

3-5 ოქტომბერს, ახალგაზრდა ნიჭიერი ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე დიდ ბრიტანეთში, “Nottingham International Jazz Piano Competition” – ზე წარდგება. პაპუნა შარიქაძე ზ. ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეა. ის პირველი ახალგაზრდა ქართველი პიანისტია, რომელმაც “Nottingham International Jazz Piano Competition” ნახევარფინალში მოხვედრა შეძლო. პაპუნა წლევანდელ ნახევარფინალისტებს შორის ასაკით ყველაზე პატარაა. გამარჯვების შემთხვევაში, ახალგაზრდა ქართველი პიანისტი სოლო კონცერტებს გამართავს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ესპანეთის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში. ნიჭიერი ჯაზმენის ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები