სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ვიდეო არტ შოუ: „ხელოვნება თავისუფლებისათვის“ გაიმართება

დღეს, 19:00, მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ვიდეო არტ შოუ: „ხელოვნება თავისუფლებისათვის“ გაიმართება
ამავე სახელწოდების პროექტს ხელოვანთა საერთაშორისო ჯგუფი, უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ახორციელებს. „მიმდინარეობს ომი თავისუფალ მსოფლიოსა და კრემლის ტოტალიტარულ რეჟიმს შორის. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ომში იარაღით მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ რისი საშუალებაც გვაქვს ეს არის დავანახოთ მხარდაჭერა, ჩვენი ხელოვნების საშუალებით იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისათვის.
ხელოვნება ჩვენი იარაღია, იმაზე ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე აქამდე რამე შეუქმნიათ ადამიანის გასანადგურებლად. ხელოვნება პიროვნებებს შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბებაში ეხმარება, ჩვენი მიზანი სწორედ ამის წარმოჩენაა“ – აცხადებენ არტ შოუს ავტორები მონაწილე ხელოვანები: ირინა გაბიანი, ლუკა ლაზარი, არნაუდ ბრიჰაი, ვილიამ ესდეილი, ალბერტო გუერეირო, მაიკლ დუგლას ჰოუქი, მარია კორპორალი, ულფ კრისტიანსენი, მაშა კულიკოვსკა, ადამო მაკრი, იუვალ აირი და ზოჰარ კავაჰარადა. მონაწილე არტისტებს შორის 2 ქართველია, მათ შორის ირინა გაბიანი, რომელიც ლუქსემბურგიდან სპეციალურად ამ ჩვენებისთვის ჩამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები