შალვა პაპუაშვილი – “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა – ოთხ წელიწადში კი უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება”

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში უმუშევრობა განახევრდა და 26,7%-დან 13,7%-მდე შემცირდა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, “ოთხ წელიწადში უმუშევრობის დონე დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავა და 4% იქნება, რაც უფრო დაბალია, ვიდრე დღეს ევროკავშირში უმუშევრობის საშუალო მაჩვენებელია (6%)”.

“ამით უმუშევრობა ჩვენთან უფრო დაბალი იქნება, ვიდრე დღეს ევროკავშირის 21 წევრ ქვეყანას აქვს.

4%-ზე დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელი ევროკავშირში მხოლოდ ნიდერლანდებს, გერმანიას, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს და ჩეხეთს აქვს, საიდანაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 2,7% – ჩეხეთშია”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები