ბიძინა ივანიშვილი: ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა ქვეყანა დაგვეზიანებინა

იქიდან დავიწყებდი თუ რატომ დღეს და რატომ უფრო ადრე არა, გამოვყოფდი ორ მიზეზს – პირველი ის, რომ ჩვენ ქვეყანა არ უნდა დაგვეზიანებინა და ზუსტად ასეა მომართული „ქართული ოცნება“ ჩვენ ბევრი ბჭობა  გვქონდა ადრე, იმასაც გეტყვით, რომ რეალობა ადრეც ვიცოდით, რაც მოხდა 2008-ში, მაგრამ ჰააგაში მოსაგები გვქონდა, სტრასბურგში სასამართლოები იყო და ამ ფონზე ჩვენ რომ დაგვესწრო მოვლენებისთვის, შეიძლებოდა ქვეყანა დაგვეზიანებინა სასამართლოში, ჩვენ რესურსიც არ გაგვაჩნდა, არ გვქონდა რეალური რესურსი იმის, რომ ეს პროცესი დაგვეწყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებასა და აგვისტოს ომში აღნიშნული პარტიის ბრალეულობაზე საუბრისას.

მისი თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული, ხოლო, თავად მასზე დიდი ზეწოლა იყო – „არ დაიჭიროთ, არავის თითი არ დაადოთ“.

ივანიშვილის თქმით, მოქალაქეებს ახსოვთ, თუ როგორი ეკლექტური გუნდით მოვიდა „ქართული ოცნება, დღეს კი გუნდი გასუფთავდა და დაიხვეწა.

„ის გუნდიც გახსოვთ როგორი გუნდით მოვედით, ეკლექტური იყო, მთელი ოპოზიცია იყო შიგნით, დღეს გასუფთავდა გუნდი და დაიხვეწა. ჩვენ ბევრი სასამართლო ჩავატარეთ, ძალიან ბევრმა პასუხი აგო თავის პოლიტიკურ დანაშაულებზე, პრეზიდენტი მოგეხსენებათ დღეს პატიმრობაშია, პრემიერმა მოიხადა და ა.შ. ისე არ იყო, რომ ჩვენ პროცესები მიტოვებული გვქონდა, მაგრამ ომის თემა სასამართლოს გარდა, რომ ჩვენ ტოტალურად საუბარი დაგვეწყო, რომ ეს დანაშაულებრივი პარტია და ყველაზე დიდი დანაშაულია, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი იყო, რომელიც მათ შეგნებულად გარედან დავალებით გააკეთეს, ამისი დოკუმენტები გვაქვს აბსოლუტურად იურიდიულ დონეზე გამზადებული და ისედაც საჯაროდაც იმდენი ითქვა უკვე, ვისაც გაგება უნდა გასაგებია, თავადაც თავის მართლებასაც კი ვერ ცდილობენ იმიტომ, რომ ხელის შეხებაც კი შეუძლებელია იქ იმდენად, ორ დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვთ, ვერაფერსაც ვეღარ იზამენ. ამ ფონზე, რომ დღეს ჩვენ დავუბრუნდით ამ თემას, მე ვფიქრობ, რომ გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო, საზოგადოებამ ძალიან ბევრი დაინახა და 2021 წლის რუსეთ-უკრაინის ომმაც, სადაც დაჟინებით ცდილობდნენ ჩვენს ჩათრევას და მეორე ფრონტის გახსნას, ესეც ლამის ღიად გამოდიოდა ეთერებში და ძალიან კარგად ჩანდა მცდელობები ვინ რას აკეთებდა, ამანაც ხელი შეუწყო ამ გადაწყვეტილების მიღებას – „დღეს რატომ?!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები