ბიძინა ივანიშვილი: დაპირისპირებული, დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია გამოიყენო რაშიც გინდა, გაძლიერებული და ყველგან დალაგებული რომ აქვს სიტუაცია, ასეთი კაცი იოლად თავს არ დაგიხრის – იმიტომაც არ უნდათ არც ბოდიში და არც შერიგება

ოპოზიციის მიზეზი აქ მარტივად გასაგებია. პირველი რომ საკუთარი დანაშაულის დაფარვა უნდათ. ბოდიშის მოხდა შერიგებისთვის რომ აუცილებელია არაფერი სიახლე აქ მე არ მომიგონია, მაგრამ ამათ შემოიყვანეს აქ – გმირებს რას ეუბნებიან? როგორ ბედავენ და თანაც ბოდიში კი არ მოვუხადეთ ჩვენ დაზარალებულ თანამოძმეებს ოსებს და აფხაზებს, არამედ თურმე რუსეთს ვუხდით ბოდიშს და ა.შ. ყველაფერი ეს დაამახინჯეს უბრალო მიზეზის გამო, რომ დაემალათ პირველ რიგში თავისი დანაშაული, რაც მათ ჩაიდინეს. ეს მათი გაკეთებულია, ეს არ არის საქართველოს გაკეთებული რასაც მიაწერენ, ეს გააკეთა გარკვეულმა ჯგუფმა, კრიმინალურმა დაჯგუფებამ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც გააკეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე და ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის პროტესტზე.

მანვე აღნიშნა, რომ ის დავალება, რაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის სახით შეასრულა, დღესაც ძალიან აქტუალურია, რათა საქართველო ვერ გამთლიანდეს და ასეთი დაპირისპირებული, დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია გამოიყენო რაშიც გინდა.

„რა თქმა უნდა, ის გმირები ოდნავაც არ კნინდებიან ჩემ თვალში, ვინც გულწრფელად იომა საქართველოს დასაცავად, მე დღესაც თანავუგრძნობ მათ ოჯახებს და დიდი სითბოთი, სიყვარულით მოვიხსენიებ თითოეულს და ისინი  ჩემთვის ისეთივე გმირები არიან და ოდნავაც არ მინდოდა მათთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა რა თქმა უნდა, ეს დაამახინჯა ოპოზიციამ, ისინი გულწრფელად გამოვიდნენ სახელმწიფოს დასაცავად, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი ვინც იყო და  კრიმინალების დაჯგუფება, მათ აომეს იქ იმისთვის, რაც საჭირო არ იყო და უამრავი ოჯახი გააუბედურეს. ამაზე უნდა აგონ სწორედ პასუხი. იმიტომაც არ უნდათ არც ბოდიში და არც შერიგება. თანაც ის დავალება, რაც მათ შეასრულეს დღესაც ძალიან აქტუალურია, იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანა ვერ გავამთლიანოთ. ასეთი დაპირისპირებული, დაკნინებული და დამახინჯებული საზოგადოება ძალიან იოლია გამოიყენო სადაც გინდა და რაშიც გინდა. გაძლიერებული და მოძლიერებული ასე ვთქვათ და ყველგან დალაგებული რომ აქვს სიტუაცია, ასეთი კაცი იოლად თავს არ დაგიხრის. მარტივია ეს, დავალება რაც ჰქონდათ და რისთვისაც გააკეთეს, დღესაც ცდილობენ რომ მათი შესრულებული დავალება არ დაზარალდეს.

ამ ჯგუფს კონკრეტულად ვინც ჩაიდინა დანაშაული, დაარღვია კანონი და გარედან მიღებული დავალების საფუძველზე  საკუთარ ძმებთან აომა ჩვენი ქვეყანა უნდა მოეთხოვოს პასუხი.

გირგვლიანი საქართველომ მოკლა? – მათ და მათმა სისტემამ, კრიმინალურმა სისტემამ გააკეთა ეს ყველაფერი და ამ კრიმინალურმა სისტემამ ჩაიდინა ეს ომიც და რა თქმა უნდა, შერიგება არ უნდათ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები