ბიძინა ივანიშვილი: ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი, განსხვავებული მედია და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს, ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, მათი ათასნაირი ტიპის მცდელობები – ყველაფერი კარგად იქნება

საქართველოში, დღეს არის ჭეშმარიტი დემოკრატია, ისეთი დემოკრატიაა, რის საფუძველზეც, ევროპა გახდა ასეთი მომხიბვლელი, რაც სამწუხაროდ, მე მგონი, დღეს ევროპას აკლია. აი, ასეთი განცხადებები გვესმის მათ რიცხვში ევროპიდან, ამერიკიდან, საერთოდ დასავლეთიდან, მაგრამ, ავიწყდებათ მთავარი – ვირტუალურ რეალობას საქართველოში ვერ შექმნიან, რამეთუ არსებობს განსხვავებული აზრი, არსებობს განსხვავებული მედია და უკვე დიდი გამოცდილება გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ გასული 12 წლის მანძილზე, არაერთი მცდელობა ნახა, შესაბამისად, ვირტუალური რეალობა არ იმუშავებს და „27-ში ყველამ წყნარად უნდა დაიძინოს“, მაგრამ, ივანიშვილმა აქვე აღნიშნა, რომ მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამო, უახლოესი მომავალი დაძაბული იქნება, რასაც სახელმწიფომ ანგარიში უნდა გაუწიოს.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვნახეთ ამ 12 წლის განმავლობაში, მათი ათასნაირი ტიპის მცდელობები – არ იმუშავებს, ყველაფერი კარგად იქნება, 27-ში წყნარად დაიძინოს ყველამ, არაფერი პრობლემა არ იქნება, მაგრამ, უახლოესი მომავალი იქნება ძალიან დაძაბული. ძალიან მძიმე გეოპოლიტიკა არსებობს დღეს და მძიმე რეალობაა მთელ რეგიონში და ამას აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები