თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაიღუპა 6 ადამიანი
თურქეთში, აქსარაიში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაშავდა 25 ადამიანი,- ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ავრცელებს.
გუბერნატორმა მეჰმედ ალი კუმბუზოღლუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გაურკვეველია, რამ გამოიწვია ავარია.
„დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მგზავრები დასავლეთის პროვინციიდან, ბალიქესირიდან კაბადოკიის რეგიონში მიჰყავდა, რომელიც ცენტრალურ თურქეთში პოპულარული ტურისტული ადგილია.