“გამჭვირვალობის რეესტრში დღეისთვის რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რიცხვმა (144 ორგანიზაცია) უკვე გადააჭარბა იმ ორგანიზაციების რიცხვს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონს ასაჩივრებენ (136 ორგანიზაცია)”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
პაპუაშვილის თქმით, დამატებით 300-ზე მეტი ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ჯერ ისევ დამუშავების პროცესშია.
“და, თქვენ წარმოიდგინეთ, ყოველ დილით ისევ საქართველოს ლამაზ ქალაქებსა და სოფლებში ვიღვიძებთ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.