ზელენსკი: ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომს შეუერთდა

ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს შეუერთდა. ზოგიერთი სხვა ქვეყანაც ინვესტიციას ახორციელებს ომის გახანგრძლივებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიმართა შტაბის სხდომა, სადაც იყო მნიშვნელოვანი ცნობები, კერძოდ, საგარეო დაზვერვის სამსახურისა და დაზვერვის მთავარი დირექტორატისგან შემოდგომასა და ზამთარში რუსების განზრახვებთან დაკავშირებით.

„ყველაფერი საკმაოდ დეტალურია. ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა ომშია ჩართული. ასევე, რუსეთის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, რომლებიც, სამწუხაროდ, ინვესტიციას ახორციელებენ ომის გახანგრძლივებაში. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკური მიმართულება: ჩვენი ურთიერთობა პარტნიორებთან და სავარაუდო ნაბიჯები, რომლებიც დაგვეხმარება თავის დაცვაში და, ყველაფრის მიუხედავად, შედეგის მიღწევაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები