გიორგი ვოლსკი: ახალგაზრდებო, დაფიქრდით, საით მიგექაჩებიან

“საფრთხეები არსებობს, ის ადამიანები, ვინც უპირისპირდებიან ვითომდა პოლიტიკური პოზიციიდან „ქართულ ოცნებას“, რეალურად ეს არიან ადამიანები, ვინც სხვა არაფერი იცის, თუ არა ამ დესტაბილიზაციის ორგანიზების საკითხი”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსიმ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

გიორგი ვოლსკის თქმით, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.

„მგონი სერიოზული გაწბილებაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სხვა ინსტრუქციით მოქმედებენ და დღეს ფიქრობენ, რომ გააფთრებული შეტევა ცესკოზე არის ერთადერთი ბერკეტი, რომლითაც შესაძლოა რაღაც გავლენა მოახდინონ ახალგაზრდებზე. ახალგაზრდებზე, მათ ენთუზიაზმზე, რომ გარეთ გამოვიდნენ, შექმნან დაძაბულობის ის ხარისხი, რომელიც მაიდნამდე მიიყვანს. მე გაცილებით უფრო სერიოზულად ვაფასებ იმ საფრთხეებს, ვიდრე ეუთო/ოდირის მოხსენებაშია.

საფრთხეები არსებობს, ის ადამიანები, ვინც უპირისპირდებიან ვითომდა პოლიტიკური პოზიციიდან „ქართულ ოცნებას“, რეალურად ეს არიან ადამიანები, ვინც სხვა არაფერი იცის, თუ არა ამ დესტაბილიზაციის ორგანიზების საკითხი. თუ ისინი დაკარგავენ საგარეო მხარდაჭერას, რეალურად ჩაფიქრდებიან, რა ელით მათ პიროვნულადაც, იმიტომ, რომ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა, პატარა საქართველოს წინაშე პასუხისმგებლობა, რომელიც უშველებელი გამოწვევების წინაშე დგას, გაცილებით უფრო დიდია, უფრო დამაფიქრებელია, ვიდრე ეს წუთიერი ამაღელვებელი და ხშირ შემთხვევაში, სულელური ან უტიფარი განცხადებები, რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ. სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ.

აქედან გამომდინარე, რაც დრო გავა და რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, უფრო გააფთრებული იქნება შეტევა სტაბილურობაზე და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახალგაზრდებო, დაფიქრდით, საით მიგექაჩებიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები