ამერიკაში ქარიშხალ “მილტონს” მსხვერპლი მოჰყვა

ფლორიდაში ქარიშხალი “მილტონი” მძვინვარებს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის გამო შტატში 2 მილიონზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ამასთან, ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ სეინტ ლიუსში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, თუმცა გარდაცვლილთა რაოდენობა არ დაუზუსტებიათ.

სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა, თუმცა ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ „მილტონი“ შესუსტებულია და ახლა უკვე მეორე კატეგორიის ქარიშხალს წარმოადგენს. მის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები