იონათამიშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ვინც ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, იქნება არა საქართველოს, არამედ საქართველოში ომის მხარდამჭერი

“არ შეიძლება, ევროპარლამენტის რეზოლუცია იქცეს დეზინფორმაციისა და სიცრუის ტირაჟირების წყაროდ. რასაც ჩვენ ამ ტექსტში ვკითხულობთ, ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ ღირებულებების, რომელზეც ევროკავშირი დგას, მათ შორის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპის”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ისაუბრა.

დეპუტატი ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ რეზოლუციის კენჭისყრამდე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება, ევროპარლამენტარები, ბორელთან ერთად, განიხილავენ საქართველოში დემოკრატიის გაუარესების საკითხს.

“მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციაში პირდაპირ არის მოწოდება, რომ საქართველოში დაიწყოს მეორე ფრონტი, მაშინ, როდესაც რუსეთთან პირდაპირ სანქციების დაწესებაზე არის საუბარი. ნებისმიერი, ვინც ამ რეზოლუციას დაუჭერს მხარს, ის იქნება არა საქართველოს, არამედ საქართველოში ომის მხარდამჭერი”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები