ხელოვნების სასახლეში მხატვარ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას წიგნის წარდგინება გაიმართება

დღეს, ხელოვნების სასახლეში მხატვარ ლორეტა აბაშიძე-შენგელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი დაესწრება. 1972 წლიდან პროფესორი ლორეტა შენგელია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის კათედრაზე საქმიანობს. 1989 წელს მან ესტამპის გამოფენაზე “საერთაშორისო სალონი” I პრემია მიიღო. 2007 წელს პეტერბურგში გამოიცა “ვეფხისტყაოსანი” ლორეტა შენგელიას ილუსტრაციებით, რომელიც ერმიტაჟში, პეტერბურგის უნივერსიტეტში, მოსკოვის კალიგრაფიულ მუზეუმსა და სორბონაში ინახება. ლორეტა აბაშიძე-შენგელიას წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები