2 გარდაცვლილი და 7 დაშავებული – გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 7 პირი.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილნი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “კვირას” განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი