ფესტივალ “სესილის” ფარგლებში დოკუმენტურ ფილმს “აკაკის მოგზაურობას რაჭა-ლეჩხუმში” უჩვენებენ
დღეს, 21:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საერთაშორისო მოკლე ფილმების ფესტივალ “სესილის” ფარგლებში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი “აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”. ფესტივალმა 30 სექტემბერს აიღო სტარტი და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება. წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ასევე უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმები.