ავღანეთში ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების მორიგი ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბატალიონის პირად შემადგენლობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მედალი სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის ISAF-ის სამხრეთის რეგიონალური სარდლობის ხელმძღვანელმა პირადად გადასცა.
ღონისძიებაზე გენერალ-მაიორმა მაიკლ ბილსმა ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და საერთაშორისო მისიაში წარმატებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
მან ავღანეთის საავიაციო ბაზის დაცვის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ქართველი სამხედროების მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება. დაჯილდოების ცერემონიალს რეგიონალური სარდლობა სამხრეთის მთავარი სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ენდრიუ ბარტეკიც დაესწრო.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ყანდაღარის საავიაციო ბაზის დაცვის ამოცანებს ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველმა სამხედროებმა სამშვიდობო ამოცანა რამდენიმე მოწინავე ბაზაზეც განახორციელეს. სამთო-სადაზვევრო ბატალიონი ISAF-ის მისიას ეტაპობრივად ასრულებს. ბატალიონის ორი ქვედანაყოფი საქართველოში უკვე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები