ნატო-ს გენერალური მდივანი – არ მაწუხებს აშშ-ს არჩევნების შედეგები, რადგან უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება

NATO-ს ახალმა გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მას არ აწუხებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაძლო გავლენა ალიანსის ერთიანობაზე და კერძოდ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. მან აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება და პრიორიტეტული სიის სათავეში უკრაინა იქნება.

ნატო-ს ახლად დანიშნულმა გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერაში დარწმუნებულია. ასევე აღნიშნა, რომ მასთან ერთად 4 წლის განმავლობაში მუშაობდა.

“რა თქმა უნდა, კამალა ჰარისს, როგორც ვიცე-პრეზიდენტს, ფანტასტიკური გამოცდილება აქვს. ის ძალიან პატივსაცემი ლიდერია. ასე რომ, მე შევძლებ ორივესთან, ტრამპსა და კამალასთან მუშაობას”, – თქვა მარკ რუტემ.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები