აშშ-ში “ებოლათი” დაავადებული პაციენტი საავადმყოფოდან გაწერეს

ამერიკელი, რომელიც ებოლას ვირუსით დაავადდა დალასის საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. პაციენტი საავადმყოფოში 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოწერისას მას სახლში მედიკამენტები გაატანეს.
საავადმყოფოს ხელმძღვანელობა არკვევს, თუ რატომ გამოწერეს სასიკვდილო დაავადების მქონე პაციენტი.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით კი ექიმებს, რომლებმაც მიიღეს პაციენტი და მასთან კონტაქტი ჰქონდათ, ებოლას ვირუსი არ აღმოაჩნდათ. თუმცა ახლა ისინი კარანტინში იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი მამაკაცი აშშ-ში ლიბერიიდან დაბრუნდა, რის შემდეგ მას ებოლას ვირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა.
აშშ-ში იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებთანაც პაციენტს ლიბერიიდან დაბრუნების შემდეგ კონტაქტი ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები