ცოტნე ივანიშვილი: დიალოგისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ერთი პოსტულატი, რომელიც ორ მხარეს გააერთიანებს და ეს არის ქვეყნის სიყვარული, არამხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი, არამედ საქმითაც

ჩვენი ქვეყნის იდენტობა დგას ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე და ჩემი აზრით ამ დღით ყველა ახალგაზრდა ცდილობს გამოხატოს პატივისცემა, სიყვარული მშობლებისადმი, – ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ასევე დიალოგის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩემი აზრით დიალოგისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებობდეს ერთი პოსტულატი, რომელიც ორ მხარეს გააერთიანებს და ეს არის ქვეყნის სიყვარული, არამხოლოდ სიტყვით და სადღეგრძელოთი, არამედ საქმითაც. მაგალითად „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ დაიწყო შეხვედრები, სადაც ყველას შეუძლია მივიდეს, დასვას შეკითხვა და ეს კარგი დასაწყისია, იმისთვის, რომ მეტი დიალოგი არსებობდეს. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ინიციატივა, უკეთესი იქნება იმისთვის, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია დასრულდეს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები