მიხეილ სარჯველაძე: მინდა საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხანმოკლე ისტორიის მიუხედავად, ამ დღემ უკვე მოასწრო „უზარმაზარი ბრწყინვალების შეძენა“.

„დრომ აჩვენა და გამოცდილებამაც, რომ ეს არამც თუ უბრალოდ მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ერისთვის, არამედ მიჭირს ვთქვა, რომელია უფრო მეტად მნიშვნელოვანი – დღე, როდესაც ერთიანდება ერი და ბერი – ყველაზე მეტად, მკაფიოდ და ცხადად სწორედ დღევანდელ დღეს არის ეს ყველაფერი გადმოცემული, განხორციელებული. ვფიქრობ, რომ ეს განაპირობებს კიდეც ამ დღის მნიშვნელობას. მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და მთელ საქართველოს მივულოცო ეს არაჩვეულებრივი დღე, რომელსაც, მართალია არც თუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, მან უკვე მოასწრო და უზარმაზარი ბრწყინვალება შეიძინა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები