ცოტნე ივანიშვილი – მისი ნაშრომის პოლიტიკურ შეფასებაზე: სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება არასერიოზულია – სასაცილო იყო, რომ სტატია, რომელიც დაწერეს, თავიდან ბოლომდე Chat GPT-ს დაწერილი იყო და Chatgpt.com-ის წაშლა დაავიწყდათ

ცოტნე ივანიშვილი მის სამეცნიერო ნაშრომზე მედიის ნაწილის მხრიდან პოლიტიკურ შეფასებას გამოეხმაურა.

ამ თემაზე მან ოჯახის სიწმინდის დღეზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„იქიდან დავიწყებდი, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება უკვე აპრიორი ცოტათი არასერიოზული არის, თუმცა, მგონი, ამის დაზუსტებაც არ უნდა იყოს საჭირო. თვითონ სამეცნიერო ნაშრომი, სხვათა შორის, ეფუძნებოდა იმის გამოკვლევას, თუ რა გავლენას ახდენს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მედიასაშუალებების მიერ მათ ეკონომიკურ სიტუაციაზე და საკმაოდ სასაცილო იყო, რომ სტატია, რომელიც დაწერეს, თავიდან ბოლომდე Chat GPT-ს დაწერილი იყო, იმ დონეზე არასერიოზულად, რომ ბმული მიუთითეს სტატიის ბოლოში და Chatgpt.com-ის წაშლა დაავიწყდათ. ზედმეტს აღარ ვისაუბრებდი ამაზე, უბრალოდ კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ სამეცნიერო ნაშრომის პოლიტიკასთან კორელირება არ მიმაჩნია მაინცდამაინც სწორად“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები