რუსი ჟურნალისტის მარატ მუსინის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა (ვიდეო)

 რუსი ჟურნალისტი მარატ მუსინი ცოცხალი, ჯანმრთელი და თავისუფალია. მისი და გადამღები ჯგუფის ტყვედ აყვანის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედრო კორესპონდენტი მარატ მუსინი გადამღებ ჯგუფთან ერთად უკრაინელი ძალოვანების მიერ ტყვედ არის აყვანილი. რუსული პრესის ცნობით, ჟურნალისტმა სატელეფონო ზარის განხორციელება შეძლო. თავის ახლობელს მუსინმა უთხრა, რომ ტყვედ აიყვანეს უცნობების მრიდან ღალატის გამო. ეს ინფორმაცია ჟურნალ „რუსეთის ჯარისკაცების“ მთავარმა რედაქტორმა ვლადისლავ შურიგინმა გაავრცელა. ის, ვისაც მუსინმა დაურეკა, შურიგინის და დატყვევებული ჟურნალისტის საერთო ნაცნობია. „მან მხოლოდ ამის თქმა მოასწრო: „გვიღალატეს, ჩვენ ტყვეობაში ვართ“. ამის შემდეგ ტელეფონი გაითიშა“, – თქვა შურიგინმა. „მარატი და მისი გადამღები ჯგუფი ლუგანსკთან ერთ-ერთ სოფელში დააკავეს და, როგორც ვხვდები, ახლა ისინი იმყოფებიან უკრაინული მხარის ხელში. საკითხავია, ვინ დააკავა“, – განაცხადა შურიგინმა. მარატ მუსინი საინფორმაციო სააგენტო „ანნა ნიუს“-ის შემქმნელია. ის ლივიაში, სირიაში, კიევში მაიდანზე და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მუშაობდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=FHOfHLVBAIM” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები