ბაროზუ პუტინს: რუსეთს უკრაინის და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში კორექტივების შეტანის უფლება არ აქვს

 

   ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟოზე მანუელ ბაროზუმ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეტყობინება გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში ცვლილებების შეტანის იურიდიული უფლება მხოლოდ ევროკავშირს და უკრაინას აქვს. „ასოცირების შეთანხმება ორმხრივ დოკუმენტად რჩება, და საერთაშორისო ნორმების თანახმად, მის ტექსტში ნებისმიერი ცვლილების შეტანა მხოლოდ ერთი მხარის მოთხოვნით და მეორის თანხმობითაა შესაძლებელი“, – აღნიშნა ბაროზუმ. გარდა ამისა, ბაროზუმ პუტინს შეახსენა, რომ წინადადება იმის შესახებ, რომ შეთანხმების ნაწილის, რომელიც სავაჭრო ზონის შექმნას ეხება, გამოყენების გადადება 2015 წლამდე მომხდარიყო, ეწინააღმდეგება სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები