ფინეთის პრემიერი: ევროკავშირის და რუსეთის თანამშრომლობა შეცდომა იყო

   ბოლო 23 წლის განმავლობაში ევროკავშირი რუსეთს კეთილგანწყობილად ელაპარაკებოდა და მასთან თანამშრომლობას ცდილობდა, თუმცა ეს შეცდომა იყო. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს იმის ილუზია ჰქონდა, რომ კრემლის დასავლეთთან ინტეგრირება შესაძლებელია.
„ჩვენ, დასავლეთში, დაგვავიწყდა, რომ რუსები წესებს არ იღებენ. მათ თვითონ სურთ წესები თავზე მოგვახვიონ. ჩვენ შევთავაზეთ მათ დასავლური მოდელი, თუმცა ამან არ იმუშავა. ახლა დასავლეთმა ეს უნდა აღიაროს და რუსეთთან საკუთარ დამოკიდებულებას გადახედოს“, – განაცხადა ალექსანდრე სტუბმა.
ფინეთის პრემიერის აზრით, ევროკავშირი რუსეთთან თანამშრომლობის ილუზიებისგან ჯერ კიდევ 2008 წელს უნდა გათავისუფლებულიყო, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. გარდა ამისა, სტუბის თქმით, იმისთვის, რომ მიხვდე უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ჯარისკაცების ყოფნის ფაქტს არ არის საჭირო სამხედრო ექსპერტი იყო.
ფინეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერს და მზადაა რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობით იმსხვერპლოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები