მოლდოვის თავდაცვის მინისტრი დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა

მოლდოვის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
ვალერიუ ტროენკომ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპულ გმირთა მემორიალთან ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა მოლდოვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
ვალერიუ ტროენკო საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მოლდოვის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები