აშშ-ში ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას ცნობილი გამოცემა აფასებს
აშშ-ში ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას ცნობილი გამოცემა „The Wall Street Journal“- ი ვრცელ სტატიას უძღვნის. ჟურნალისტი კრისტინ ჯონსი (Kristin M. Jones) აღნიშნავს, რომ ქართული ფილმები შტატებისთვის, მართლაც, დიდი აღმოჩენაა.
„აღმოაჩინე ქართული კინო“ – ამ პროექტის ფარგლებში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი – MoMA, ბერკლის ხელოვნების მუზეუმი და წყნარი ოკეანის კინოარქივი ქართული ფილმების მასშტაბურ რეტროსპექტივას 23 სექტემბერიდან მასპინძლობს.