უკრაინის პრეზიდენტი საუკეთესო ვაჭარია – დონალდ ტრამპი
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში საუკეთესო ვაჭარია, – ამის შესახებ აშშ-ის “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
„ვხედავ, ზელენსკი აქ არის. ვფიქრობ, რომ ის არის უდიდესი ვაჭარი ისტორიაში – ყოველ ჯერზე, როდესაც შემოდის ქვეყანაში, 60 მილიარდი დოლარით გადის,” – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიაში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, სჯერა, რომ უკრაინის ლიდერს ძალიან სურს, არჩევნებში მისმა „დემოკრატმა“ ოპონენტმა, კამალა ჰარისმა გაიმარჯვოს. ამის პარალელურად, ტრამპის მტკიცებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ის უკრაინასა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანს.