წინასწარი საარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, კამალა ჰარისი დონალდ ტრამპს უსწრებს

„ენბისის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი რესპუბლიკელ მეტოქეს, დონალდ ტრამპს ხუთი პროცენტით ასწრებს.

მედიის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტები უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის დემოკრატიული პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.

კვლევის თანახმად, 1 000 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან 48%-მა დადებითად შეაფასა ჰარისი, ივლისში ეს მაჩვენებელი 32% იყო. ტრამპის შემთხვევაში, გამოკითხულთა 40%-მა განაცხადა, რომ დადებითად არის განწყობილი მის მიმართ, ივლისში ეს მაჩვენებელი 38% იყო.

„სიბიეს ნიუსის“ გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ჰარისი ოთხი პროცენტით ასწრებს ტრამპს. როგორც ამერიკული მედია წერს, ეს შედეგები შეესაბამება ბოლო პერიოდში ჩატარებული სხვა გამოკითხვების შედეგებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს შორის დაძაბული ბრძოლა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები