მარინე იაშვილის მემორიალური დაფის გახსნა

ხვალ, თბილისში, კეკელიძის ქ. N14–ში, დიდი ქართველი მუსიკოსის, ცნობილი მევიოლინის მარინე იაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნება. ღონისძიებას მუსიკოსის ახლობლები და მეგობრები, მუსიკალური საზოგადოების ცნობილი სახეები დაესწრებიან.
საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ასევე მრავალი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული მარინე იაშვილი 2012 წლის 9 ივლისს მოსკოვში გარდაიცვალა. წელს მას 82 წელი შეუსრულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები