ლიეტუვის პრეზიდენტი – “გაეროს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, შეაჩეროს აგრესორები”

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მიიჩნევს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმები სჭირდება.

ნაუსედას თქმით, რუსეთის აგრესიაზე პასუხის არარსებობა სერიოზულ ეჭვს იწვევს გაეროს უნარში, შეინარჩუნოს გლობალური მშვიდობა და უსაფრთხოება.

„ცხადია, უშიშროების საბჭოს მნიშვნელოვანი რეფორმები სჭირდება. გაეროს უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, შეაჩეროს აგრესორები“, – აღნიშნა ნაუსედამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები