დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლევანდელ არჩევნებში თუ დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ წლევანდელ არჩევნებში თუ დამარცხდება, 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

დონალდ ტრამპის თქმით, თუ ის წელს ვერ გაიმარჯვებს, საკუთარ თავს საპრეზიდენტო კანდიდატად ოთხი წლის შემდეგ ვერ ხედავს.

„ვფიქრობ, რაც იქნება, იქნება. მე ამას 4 წლის შემდეგ საერთოდ ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, წარმატებას მივაღწევთ“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი იყო შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017-დან 2021 წლამდე. ის იყრიდა კენჭს 2020 წლის არჩევნებშიც, თუმცა ჯო ბაიდენთან დამარცხდა. მიმდინარე წელს მისი მთავარი კონკურენტი ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისია.

შეგახსენებთ, შეერთებულ შტატებში არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები