იაპონიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

იაპონიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სტიქია იშიკავას პრეფექტურაში მძვინვარებს. რეკორდული რაოდენობის ნალექის გამო, 10-ზე მეტი მდინარე ადიდდა და დატბორა გზები, რის გამოც 100-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ რეგიონი ჯერ კიდევ იანვარში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგებთან გამკლავებას ცდილობს, რომელსაც 236 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები