ნატოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს (ვიდეო)
ნატოს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. დღეიდან ეს თანამდებობა 55 წლის ნორვეგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა ოფიციალურად დაიკავა. ანდერს ფოგ რასმუსენმა კი გენერალური მდივნის თანამდებობა მისი მოვალეობის შესრულების ვადის ამოწურვის გამო დატოვა. გუშინ ტვიტერში მან შეტყობინება დატოვა: „მადლობას ვუხდი ნატოს მოკავშირეებს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის ამ 5 წლის მანძილზე. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ“. რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ სტოლტენბერგის მუშაობის დაწყებისას მას ეცოდინება, რომ „ალიანსს ძლიერი ადამიანის ხელში ტოვებს“. შეგახსენებთ, რომ ანდერს ფოგ რასმუსენს თავისი მუშაობის პერიოდში 2 პრიორიტეტი ჰქონდა: რუსეთთან ურთიერთობა და ომი ავღანეთში.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=rP5E6T0ZA-Q” width=”560″ height=”315″]