ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ისრაელი ბავშვების წინააღმდეგ „უსირცხვილო დანაშაულს“ ჩადის

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი „უსირცხვილო დანაშაულებს“ ჩადის ბავშვების წინააღმდეგ, აღნიშნულის შესახებ Reuters იუწყება.

ხამენეიმ აღნიშნა, რომ ისრაელი არც კი მალავს დანაშაულის სხვადასხვა ფორმას ღაზაში, იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და სირიაში.

„ისინი ებრძვიან არა მებრძოლებს, არამედ რიგით ხალხს, ვინაიდან არ შეუძლიათ, ავნონ ნამდვილ მებრძოლებს პალესტინაში, ისინი თავიანთ ბოროტ რისხვას ანთხევენ პატარა ბავშვებზე, საავადმყოფოს პაციენტებზე და ბავშვებით სავსე სკოლებზე“, – განაცხადა ხამენეიმ.

მისი კომენტარები მოჰყვა ისრაელის საჰაერო იერიშს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე, რომელსაც, ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ მცირე, 31 ადამიანი, მათ შორის, სამი ბავშვი და შვიდი ქალი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები