აშშ-ში ებოლას ვირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა (ვიდეო)

აშშ-ში სასიკვდილო ვირუს ებოლათი დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული შტატ ტეხასის ქალაქ დალასის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკაცრ იზოლაციაში იმყოფება. ცნობილია, რომ დაავადებული ადამიანი ლიბერიიდან ჩამოვიდა. აშშ-ში ჩამოსვლამდე პაციენტი თავს კარგად გრძნობდა. ებოლას სიმპტომები კაცს მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოუვლინდა, იმის შემდეგ, რაც ის აშშ-ში დაბრუნდა.
ებოლას ვირუსის წინააღმდეგ ოფიციალურად დარეგისტრირებული წამალი დღემდე არ არსებობს. გავრცელებული მონაცემებით, ამ ვირუსით აფრიკაში 3 000 მეტი ადამიანია დაავადებული. 10 დაავადებულიდან 7 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, თუ სათანადო ზომები არ იქნება მიღებული, ნოემბრის დასაწყისისთვის ვირუსით 20 000 ადამიანი დაავადდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=RS2W1CysoSc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები