Boeing-ის საწარმოს თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული თვითმფრინავმშენებელი კომპანიის Boeing-ის თანამშრომლები გაიფიცნენ. კომპანიის საწარმოების რამდენიმე ათასმა თანამშრომელმა გაფიცვის შესახებ კენჭისყრას მხარი 96%-ით დაუჭირა,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

პროფკავშირების ხელშეწყობით 33,000-მა თანამშრომელმა Boeing-ის მიერ შეთავაზებული პირობების გაუმჯობესებაზე უარი თქვა და გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.

პროფკავშირების განცხადებით, დასაქმებულებმა კომპანიის მიერ შეთავაზებულ ხელფასების 25%-იან ზრდასა და ჯანმრთელობის დაზღვევის ნაკლებ დანახარჯებზე უარი თქვეს.

დასაქმებულთათვის მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ხელფასების 25%-იანი ზრდა მისაღები არ აღმოჩნდა, ისინი უკეთეს პირობებს მოითხოვენ. კონკრეტულ პირობებს პროფკავშირები დასაქმებულებთან კონსულტაციით უახლოეს დღეებში წარადგენენ.

Boeing-ის კომერციული თვითმფრინავების განყოფილების ხელმძღვანელმა, სტეფანი პოუპმა შეთავაზებას ისტორიული კონტრაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ხელფასების ყველაზე დიდი მატებაა. გარდა ამისა, განმარტა, რომ კომპანიამ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად დასაქმებულთა დანახარჯებიც შეამცირა და მათი საპენსიო ასაკისთვის კომპანიის კონტრიბუციაც გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ Boeing-ის წინააღმდეგ გამოძიებას აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოებიც აწარმოებენ. კომპანიის მიმართ კითხვები კომერციული თვითმფრინავების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები