დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული

“იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ადამიანებს არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ საზოგადოებისგან. დამნაშავე პატიმარ სააკაშვილს თავისი ამბიციები აქვს, აქეთ ე.წ. ფედერალისტები საკუთარ მიდგომებზე არიან ორიენტირებულები. საბოლოო ჯამში შედეგი იქნება ერთი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული. იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები