“ბიზნესსექტორში არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია რომ მოხდეს, ეს ნამდვილად შეინიშნება დოკუმენტში”, – ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ეკონომისტმა, ეკონომიკის დოქტორმა რამაზ გერლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს კარგია იმიტომ, რომ ბიზნესსაც აწყობს.
„ბიზნესის და ხელისუფლების ინტერესი ემთხვევა ერთმანეთს. ეს აისახება შემდეგ მოქალაქეებზე, თუ ამ კონკრეტულ ნაწილზე ვისაუბრებთ.
დებატების მიმდინარეობიდან გამომდინარე, რატომღაც მაინც სურსათზე დავკვალიფიცირდით. ფარმაცევტულ ნაწილზე იყო გარკვეული რეგულაცია. ბატონმა ირაკლიმ სწორედ აღნიშნა, რომ იგივე ტიპის რეგულაციები არ შეიძლება არცერთ შემთხვევაში, ვინაიდან სურსათი არის აბსოლუტურად სხვა ტიპის და ამან შესაძლოა გამოიწვიოს მდარე პროდუქტის დამკვიდრება და ნორმალური პროდუქტის გაკრეფა ქსელიდან. ეს ძალიან ცუდი იქნება ამ შემთხვევაში უშუალოდ მომხმარებლისთვის“, – აღნიშნა რამაზ გერლიანმა.