ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები