გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან
“უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან,” – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ოპოზიციაში უდგას თავის ქვეყანას. შესაბამისად, მათ არანაირი ოპოზიციური პარტიები აღარ ჰქვიათ, მით უფრო როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არის მათი საქმე. არაფერი გააჩნიათ და იმას ვერ იყოფენ და რამე ძალაუფლება რომ მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ერთმანეთს და რა კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ? ამიტომ, ბუნებრივად, მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში“, – აცხადებს მაჭარაშვილი.